Thursday, December 3, 2009

რა არის დედამიწა?


  დედამიწა მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბინებრივი თანამგზავრი მთვარე. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება — ადამიანი.
წარმოშობა 

დედამიწის წარმოშობაზე პირველ მოსაზრებებს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები გამოთქვამდნენ, თუმცა ეს მოსაზრებები მეცნიერულად დასაბუთებული არ იყო. XVIII საუკუნეში წამოყენებულ იქნა პირველი მეცნიერული ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც იგი კოსმოსური აირებიდა და მტვრისგან წარმოიშვა. გამდნარი, გავარვარებული და სწრაფად მბრუნავი მასა ცენტრალური მიზიდულობის ძალით უზარმაზარ სფეროდ იქცა. დროთა განმავლობაში სფერო გაცივდა და მისი ზედაპირი მყარი ქერქით დაიფარა.

XX საუკუნეში მეცნიერთა მიერ გამოითქვა უამრავი მოსაზრება დედამიწის წარმოშობასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ამისა დღემდე ზუსტად არავინ იცის დედამიწის სფეროს წარმოშობის ზუსტი მექანიზმი. ამჟამად მთელ მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს დედამიწის ამგები ქანების, მთვარიდან ჩამოტანილი მასალისა და მეტეორიტების შესწავლა, აგრეთვე სხვა პლანეტების გამოკვლევა კოსმოსური აპარატების მეშვეობით.




დედამიწისა და სიცოცხლის წარმოშობა ბიბლიის მიხედვით

ბიბლიის მიხედვით ღმერთმა დედამიწა შვიდ დღეში შექმნა:
პირველ დღეს ღმერთმა თავისი სიტყვით, არაფრისაგან შექმნა დედამიწა — აზელილი ტალახისმაგვარი უსიცოცხლო მასა, რომელზეც არ იყო სიცოცხლე და საშინელი წყვდიადი სუფევდა. პირველად მან თქვა - „იყოს ნათელი“ და დედამიწამ მიიღო სინათლე. ნათელს დღე უწოდა, ბნელს კი ღამე.
მეორე დღეს გაჩნდა ჰაერი (ატმოსფერო) და ცეცხლი.
მესამე დღეს - ოკეანეები, ზღვები, წყაროები, მიწისქვეშა წყლები. წარმოიქმნა მიწა, მთები, ვაკეები, კუნძულები. სინათლისა წყლის მოქმედებით კი გაჩნდა მცენარეები.
მეოთხე დღეს - მზე, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები.
მეხუთე დღეს წყალში გაჩნდა თევზები და ზღვის ცხოველები. ამის შემდეგ კი ფრინველები.
მეექვსე დღეს გაჩდნენ ცხოველები, ქვეწარმავლები და ადამიანი.
მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა.

შინაგანი აგებულება 
1. ბირთვის ცენტრი    
2. ბირთვი
3. მანტია
4,5,6. ქერქი
დედამიწა რამდენიმე თითქმის კონცენტრული შრისაგან შედგება: დედამიწის ქერქისაგან, მანტიისაგან ( ეს უკანასკნელი დედამიწის ქერქთან ერთად შეადგენს ლითოსფეროს) და ბირთვისაგან.ეს აგებულება დადგენილ იქნა სეისმური ტალღის მიწისძვრის კერიდან ზედაპირის სხვადასხვა წერტილებამდე გავრცელების შესწავლით. სეისმური ტალღის გავრცელების სიჩქარე უეცრად იცვლება ერთი ფენიდან მეორე ფენაში გადასვლისა, რაც ფენების შედგენილობის განსხვავებითაა გამოწვეული. დედამიწის ასეთი აგებულება ადვილად იხსნება მისი ჩამოყალიბების ისტორიით - მეტეორიტების აკრეციით, რამა გამოიწვია თხევად ფაზაში მისი განშრევება სიმკვრივის კლებადობით ბირთვიდან ქერქის მიმართულებით

Saturday, November 14, 2009

რა არის ქიმია?


  

ქიმია — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნივთიერების შემადგენლობასა და აღნაგობას, ნივთიერების თვისებებს და გარდაქმნებს, ამ გარდაქმნათა ხელშემწყობ ან თავიდან აცილებისათვის აუცილებელ პირობებს. ქიმიკოსები სწავლობენ ქიმიურ ელემენტებს, მათგან ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლისათვის — ნახშირბადი. ორგანული ნივთიერებები ეწოდება ნახშირბადის შემცველ ნაერთებს, ხოლო არაორგანული — სხვა დანარჩენებს. ამის შესაბამისად გვაქვს ქიმიის ორი ძირითადი დარგი — ორგანული ქიმია და არაორგანული ქიმია.ეტიმოლოგია ძნელი სათქმელია, თუ როდის წარმოიშვა პირველად სიტყვა „ქიმია“ და რა აზრს იტევდა იგი თავდაპირველად თავის თავში. ამის შესახებ მრავალ ისტორიკოსს აქვს გამოთქმული საკუთარი ჰიპოთეზა, თუმცა დღემდე არ მოხერხდა საერთო აზრამდე მისვლა.ტერმინები — „ქიმია“, „ქიმიკოსი“ ინტენსიურად გამოიყენება სამეცნიერო ლიტერატურაში, მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებში XVII საუკუნიდან მოყოლებული. მრავალ ევროპულ ენაზე სიტყვა „ქიმიას“ იდენტური მნიშვნელობა გააჩნია: chemistry — ინგლისურად, Chemie — გერმანულად, chimie — ფრანგულად, chimica — იტალიურად, quimica — ესპანურად და პორტუგალიურად, kemi — შვედურად და დანიურად, და თურქულად — kimya. ამ ჩამონათვალში ყურადღება მისაქცევია ფუძეზე „ქემ“ ან „ქიმ“, რომელიც თითოეულ მათგანში ფიგურირებს. შესაძლოა ეს არის ის ადგილი, საიდანაც შეიძლება ტერმინ „ქიმიის“ განსამარტი გასაღების მოძებნა. ზუსტად მსგავსი გზით მიდიოდნენ ისტორიკოსები, რომლებიც ამ პრობლემაზე იმტვრევდნენ თავს, და როგორც ერთ-ერთი მათგანი აღნიშნავდა, სიტყვა „ქიმია“ თანაჟღერადია რამდენიმე ძვ. ბერძნული სიტყვისა. მაგალითად სიტყვა „ქიმოს“-ის, რომელიც „წვენს“ ნიშნავს. ეს სახელწოდება გვხვდება უძველეს ხელნაწერებში, რომელიც მედიცინასა და ფარმაციას ეხება. „ქიმა“ ან „ქიუმა“ ძვ. ბერძნულად „დნობას“ ნიშნავს და არ არის აზრს მოკლებული იმის ვარაუდიც, რომ „ქიმია“ თავდაპირველი მნიშვნელობით „ლითონების გამოდნობის ხელოვნებას“ ნიშნავდა. აი, „ქიმევსის“-ი კი „არევას“ ნიშნავს, რაც როგორც ყველას მოეხსენება ერთ-ერთი აუცილებელი პროცესია ქიმიაში, ასე რომ ეს ძვ. ბერძული სიტყვაც შეიძლება მოვიაზროთ ამ ტერმინის პირველწყაროდ.მრავალი მეცნიერი ცნება „ქიმიის“ სამშობლოდ ძვ. ეგვიპტეს ასახელებს. ძველი ეგვიპტელები სიტყვით „ქემა“ მდინარე ნილოსის ნაყოფიერ ნაპირებს მოიხსენიებდნენ (საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ძველ ბერძნულ ენაში სიტყვა „ნიადაგი“ წარმოითქმის როგორც „გუმუს“). ამ მოსაზრებას ემხრობოდა ფრანგი ქიმიკოსი მარსელენ ბერტლო, რომელიც თავის თანამოაზრეებთან ერთად ამტკიცებდა რომ „ქიმია“ იმ ცოდნის ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც დედამიწის წიაღის შესწავლასთან იყო დაკავშირებული. გამოთქმული იყო ასეთი „ეგზოტიკური“ მოსაზრება, თითქოს „ქიმია“ წარმოსდგება ძველი ჩინური სიტყვისაგან „კიმ“, რაც „ოქროს“ ნიშნავს.ისტორიული წყაროების თანახმად ტერმინი „ქიმია“ იმ მნიშვნელობით, რომელიც, მან დასავლურ ევროპულ ცივილიზაციაში შეიძინა, პირველად გამოიყენა ზოსიმე პანოპოლიტანელმა ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნის მეორე ნახევარში

 


ქიმიის ისტორია 

ზოგიერთი ქიმიური პროცესი, მაგალითად მადნისაგან ლითონების მიღება, ტანსაცმლის ღებვა, ტყავის გამოყვანა და სხვა, ადამიანის მიერ კულტურული ცხოვრების გარიჟრაჟზე გამოიყენებოდა. მე-3-4 საუკუნეებში ჩაისახა ალქიმია, რომლის მიზანი იყო სხვადასხვა ლითონების გადაქცევა კეთილშობილ ლითონებად. აღორძინების ეპოქიდან დაწყებული ქიმიურ კვლევებს სულ უფრო და უფრო აქტიურად იყენებდნენ პრაქტიკული მიზნებისათვის (მეტალურგია, მინის წარმოება, კერამიკის და საღებავების დამზადება). მე-17 საუკუნის მე-2 ნახევარში რ. ბოილმა პირველმა შემოიღო „ქიმიური ელემენტის“ ცნების მეცნიერული განმარტება.


Tom Lehrer CHEMISTRY element song

არაელექტროლიტი

ელექტროლიტი

ლითიუმი


ლითიუმი - ქიმიური ელემენტია, აღინიშნება სიმბოლოთი ‘’’ Li’’’ და მისი ატომური რიცხვია 3. პერიოდულ ცხრილში ის 1-ელ, ტუტე ლითონების, ჯგუფში მდებარეობს. სუფთა ფორმით ლითიუმი რბილი მოვერცხლისფრო თეთრი მეტალია, რომელიც სწრაფად იჟანგება ჰაერზე და წყალში. ის ყველაზე მსუბუქი მყარი ელემენტია და ძირითადად გამოიყენება სითბოს გამტარებში, ბატარეებში და ასევე, როგორც კომპონენტი ზოგიერთი სახის მედიკამენტებში, კერძოდ ნერვულ სტაბილიზატორებში.

წყალბადი


წყალბადი ქიმიური ელემენტი ატომური რიცხვით – 1 და ატომური მასით – 1,00794. მისი ქიმიური სიმბოლოა H. ბუნებრივი წყალბადი შედგება ორი სტაბილური ნუკლიდისაგან მასური რიცხვით 1,007825 (99,985% შენაერთში) და 2,0140 (0,015%–ში). აგრეთვე ბუნებრივ მდგომარეობაში წყალბადის შემადგენლობაში შედის რადიოაქტიური ნუკლიდის – ტრითიუმის მცირედი რაოდენობა. წყალბადს მიაკუთვნებენ ელემენტთა, როგორც პირველ ჯგუფს (ტუტე ლითონებს), ასევე მეშვიდე ჯგუფს (ჰალოგენებს).

წყალბადის ატომს გააჩნია რამოდენიმე იზოტოპი, რომლებიც იმდენად განსხვავდებიან მასით, რომ მათი ფიზიკური თვისებები (ნაწილობრივ ქიმიურიც) მნიშვნელოვნად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ეს განსხვავება განპირობებულია წყალბადის იზოტოპთა მასათა დიდი სხვაობით.