Saturday, April 24, 2010

არამეტალები

 
 
 
არამეტალები, მეტალებისგან განსხვავებით,მცირერიცხოვნობის მიუხედავად,არამეტალთა საერთო ნიშან–თვისებების გამოყოფა ძნელია.ჩვეულებრივ პირობებში ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება აგრეგატული მდგომარეობით,ფერით,სუნით,ლღობის ტემპერატურით და სხვა.

მაგალითად,წყალბადი,ჟანგბადი და აზოტი უფერო,უსუნო ,აირადი ნივთიერებებია. აირადი ნივთიერებებია ფთორი და ქლორი,მაგრამ ფთორი ღია ყვითელია,ქლორი კი–მომწვანო–მოყვითალო.

მყარი ნივთიერებები–ბორი,ნახშირი,სილიციუმი,ფოსფორი,გოგირდი და იოდი ერთმანეთისგან ფერით განსხვავდება. ბრომი კი მათგან ფერითაც განსხვავდება და აგრეგატული მდგომარეობითაც–ის წითელი სითხეა.

ასეთი განსხვავების მიუხედავად, არსებობს არამეტალთა რამდენიმე ბუნებრივი ოჯახი, რომლებშიც მსგავსი ქიმიური თვისებების ელემენტებია გაერთიანებული–ეს ჰალოგენები და ჰალკოგენებია.

ჰალოგენებს გარე შრეზე შვიდ–შვიდი ელექტრონი აქვთ.შრის დასასრულებლად თითო ელექტრონი აკლიათ.მეტალებთან ურთიერთქმედებისას იერთებენ ამ ერთ ელექტრონს და წარმოქმნიან მარილებს. მაგ. 2NA+CL2-2NACL;

 ჰალოგენები ალბათ შეგიმჩნევიათ ნისლიან ამინდში, საღამოს, ავტომობილის ფარები მკაფიოდ ანათებს. ასეთი განათების საშუალებას აირები ჰალოგენები იძლევა.

 ჰალოგენები მიეკუთვნება არამეტალთა ძალზე აქტიურ ჯგუფს, რომლის ყველა წევრი მარტივი ნივთიერებების სახით ტოქსიკურია, აღიზიანებს თვალებს, სასუნთქ გზებს... მაგრამ ჭარბი კონცენტრაციისას იცვევს სიკვდილს. დიდი ქიმიური აქტივობის გამო ჰალოგენები ბუნებაში მხოლოდ მარილების და ზღვის წყალში გახსნილი იონების სახით გვხვდება. 


       ქლორი

  
   

ქლორი (Chlorum) (ბერძნ.chlōros მწვანეს ნიშნავს ), Cl, ელემენტთა პერიოდული სისტემის VI ჯგუფის ქიმიური ელემენტი; ატომური ნომერი 17, ატომური მასა 35,453, tდნ- 101 °C, tდუღ - 34,05 °C, სიმკვრივე (აირადი ქლორისა)3,214 კმ/მ³, მოყვითალო-მომწვანო აირი; მიეკუთვნება ჰალოგენებს.

ქლორი მომწამლავი, მოყვითალო მწვანე ფერის, მხრჩოლავი სუნის გაზია. 6,6 ატ. წნევაზე და 20 °C ქლორი ადვილად თხევადდება. 1 მოცულობა წყალში იხსნება 2,3 მოცულობა ქლორი.

აირადი ქლორი ჰაერზე 2,5–ჯერ მძიმეა. ქლორის რიგობრივი რიცხვი Z=17. მისი ატომის გარე გარსი შეიცავს 7 ელექტრონს. ქლორის მოლეკულაში ატომები კოვალენტური ბმით არის შეერთებული CI:Cl. ქლორის წყალხსნარს მომწვანო ფერი და სპეციფიური მძაფრი სუნი აქვს.

ქლორი ძლიერ აქტიური ელემენტია. ის ყველა მეტალს უერთდება, ზოგს ადვილად, ზოგს კი ძნელად. განსაკუთრებით ადვილად უერთდება მეტალებს, როცა უკანასკნელი გავარვარებულია ან გაცხელებულია. ამის მაგალითია მეტალური ნატრიუმი. თუ მეტალურ ნატრიუმს ცეცხლს მოვუკიდებთ და შევიტანთ ქლორის არეში, ის კაშკაშა ალით დაიწვის ქლორში. რეაქციის შედეგად მიიღება ქლორნატრიუმი:
2Na + Cl2 → 2NaCl + 196 კკალ.

ამ რეაქციას ახლავს სინათლისა და სითბოს გამოყოფა.

ქლორი გამოიყენება მრავალი ნაერთის მისაღებად და კერძოდ, ქლორიანი კირის მოსამზადებლად, რომელიც ფართო გამოყენებას პოულობს სხვადსხვა მიზნებისათვის. თავისუფალი ქლორის მცირე მინარევი საკმარისია დაავადებათა გამომწვევი მიკრობების მოსასპობად. ამიტომ წყალსადენის წყალს დააქლორებენ. დაქროლებულ წყალში წარმოქმნილი მცირეოდენი მარილმჟავა სრულიად უვნებელია. ამიტომ იყენებენ ქლორს აუზების დეზინფექციისათვის.  თავისუფალი ქლორი და ქლორიანი წყალი გამოიყენება როგორც გამათეთრებელი საშუალება. ქლორით ათეთრებენ ქსოვილებს და ქაღალდს. ქლორის ნაერთები გამოიყენებასოფლის მეურნეობის მავნებლებთან საბრძოლველად.

მეტალურგიაში ქლორი გამოიყენება იშვიათი და ფერადი მეტალების მისაღებად. ქლორის დიდი რაოდენობით ხმარებას მარილმჟავას წარმოქმნის.

 ბრომი
ბრომი – Bromum (Br) – ატომური ნომერი 35, ფარდობითი ატომური მასა 79,916, არამეტალი, მე–7 ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტი, მე–4 პერიოდი, ჰალოგენი. მოლეკულური ფორმულა Br2, ფარდობითი მოლეკულური მასა 160. ბრომი აღმოჩენილი იყო ბალიარდის მიერ 1826 წელს და მეტად უსიამოვნო სუნის გამო წოდებულ იქნა ბრომად. (ბრომოს–ცუდსუნიანი, მყრალი). ბრომი მურა წითელი ფერის მძიმე სითხეა. როგორც ყველა ჰალოგენი, ისიც მეტად აქტიურია და იძლევა ნაერთებს თითქმის ყველა ელემენტთან; განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს რეაქცია მეტალებთან. კანთან შეხებისას ბრომი კანის მძიმე დამწვრობას იწვევს. ბუნებაში ბრომი გვხვდება ნაერთების სახით კალიუმთან, ნატრიუმთან და მაგნიუმთან 0,00003%–ის რაოდენობით. ბრომით მდიდარია ყირიმის მლაშე ტბები. იგი გროვდება ზოგიერთ მცენარეში, მაგ: ბარდა, ლობიო, წყალმცენარეები. ბრომს შეიცავს თევზისა და სხვა ზღვის ცხოველების სხეულები. ბრომის იონებია ტვინში, ჰიპოფიზში მაღალმოლეკულური ორგანული ნაერთის სახით. არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ ჰიპოფიზი ბრომ–ჰორმონს გამოყოფს, რომელსაც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში შეკავების უნარის აღდგენისა და გაძლიერების თვისება აქვს. ბრომი გამოიყენება მედიცინაში. მისგან ამზადებენ მედიკამენტებს შინაგანი და გარეგანი მოხმარებისათვის. იგი აგრეთვე გამოყენებულია ფოტოკინოტექნიკაში და საღებავების დასამზადებლად. ბუნებრივი ბრომი ორ იზოტოპს შეიცავს: Br79 და Br81, ხელოვნურად მიღებულია ბრომის თერთმეტი რადიაქტიური იზოტოპი.


ფტორი 


ფტორი (ფლუორი – Fluorum) F, ატომური ნომერი – 9, ფარდობითი ატომური მასა 19, არამეტალი, მე–7 ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტი, მე–2 პერიოდი, ჰალოგენი. მოლეკულური ფორმულა F2, ფარდობითი მოლეკულური მასა 38. ფტორი თავისუფალი სახით პირველად მიიღო ფრანგმა მეცნიერმა ა. მუასანმა 1886 წელს, თუმცა როგორც დამოუკიდებელი ელემენტი გამოყოფილი იყო ამპერის მიერ ჯერ კიდევ 1810 წელს. ლათინური სახელწოდება მიიღო ფლუორის შემცველი მინერალისაგან – ფლუორიტისაგან. რუსული სახელწოდება „ფტორი“ მიიღო ბერძნული სიტყვის „ფტორიოს“ ფუძიდან, რაც ნიშნავს დამშლელს. ფტორის საერთო რაოდენობა ბუნებაში 0,92%–ს უდრის. მოიპოვება მინერალების–ფლუორიტი
ს(CaF2) (ყაზახეთი, ტაჯიკეთი), კრიოლითის (AlF3 . 3NaF)(გრენლანდია) სახით. არის აპატიტების შედგენილობაშიც [Ca3(PO4)2 . CaF2]. 

ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ფტორი მოყვითალო ფერის აირია მკვეთრი, გამაღიზიანებელი სუნით, საწამლავია, თხევადდება –187oC-ზე. სიმკვრივე თხევად მდგომარეობაში არის 1,11. არამეტალებს შორის ყველაზე ხარბად იერთებს ელექტრონს და ამის გამო ის უძლიერესი მჟანგველია. ფტორი გამოიყენება ფტორორგანულ ნაერთთა მისაღებად. ფტორის წყალბადნაერთის HF-ის წყალხსნარი გამოიყენება მინაზე წარწერების გასაკეთებლად და მქრქალი მინის დასამზადებლად. ფტორის ნაერთთა რაოდენობა ნიადაგში მეტია, ვიდრე მდინარეებსა და ოკეანეებში. ადამიანის სხეულში ფტორი უმთავრესად ძვლებსა და კბილებშია (0,2%), განსაკუთრებით მინანქარში, რომლის შედგენლობა დაახლოებით პასუხობს ფორმულას – Ca5F(PO4)3, ამიტომაა, რომ კბილის პასტა ფტორის შემცველ ნაერთებსაც შეიცავს, რაც კბილს კარიესისგან იცავს, მაგრამ თუ 1ლიტრ წყალში ფტორის მაერთთა რაოდენობა 1,2მგ–ს აღემატება, კბილის მინანქარი ზიანდება. გარდა ამისა ფიქრობენ, რომ წყალსა და ჰაერში ფტორიდების რაოდენობის გაზრდა ხელს უწყობს ჩიყვით დაავადებას. ნატრიუმფტორიდი – NaF გამოყენებულია სოფლის მეურნეობაში მავნებელთა წინააღმდეგ და ხის კონსერვაციისათვის.


ფტორი კარიესის წინააღმდეგ  



ყველა ასაკში კბილებისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა ფტორის ზომიერ დოზებში მოხმარება, ვინაიდან იგი ხელს უშლის კარიესის განვითარებას.

ფტორის მოქმედებას კარიესის წინააღმდეგგანაპირობებს შემდეგი ფაქტორები:

· ფტორი ხელს უწყობს რემინერალიზაციის პროცესს: ნერწყვი, რომელიც ფტორს შეიცავს გროვდება რა კარიესულ ზედაპირზე, მიიზიდავს სხვა მინერალებს (მაგ. კალციუმს), რაც ხელს უწყობს კბილის ქსოვილის მინერალური სტერუქტურის აღდგენის პროცესს; 

· იგი ზრდის კარიესის მიმართ კბილის წინააღმდეგობის უნარს. რემინერალიზაციის პროცესში ფტორის მონაწილეობით წარმოქმნილი მინერალი (ფტორაპატიტი) უფრო ძლიერია, ვიდრე კბილის შემადგენლობაში არსებული მინერალები (ჰიდროქსიაპატიტი და ნახშირმჟავა ჰიდროქსიაპატიტი); 

· ფტორი ხელს უშლის ბაქტერიის მიერ შაქრის გადამუშავების პროცესს. შესაბამისად, იგი ამცირებს კბილის ნალექში არსებული ბაქტერიების მიერ მჟავების გამოყოფას და კარიესულ პროცესს. 

ფტორი შედის კარიესის საწინააღმდეგო კბილის პასტებში. მისი საკმარისი რაოდენობით მისაღებად საჭიროა ამ ტიპის პასტების საკმარისად ხშირი მოხმარება. სასარგებლოა აგრეთვე ჩვეულებრივი ონკანის წყლის სმა და ამ წყლით კბილების გამორეცხვა, ვინაიდან უნდა აღინიშნოს, რომ ფტორი არის მხოლოდ ონკანის წყალში და არ არის ბოთლებში სპეციალურად ჩამოსხმულ სასმელ წყალში. ძველად ონკანის წყალი ძალზედ მცირე რაოდენობით შეიცავდა ფტორს. ჩატარებულმა სტომატოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ქალაქის წყალმომარაგების პირობებში წყალში ფტორის შემცველობის მომატებით ქალაქის მაცხოვრებლებში კარიესის განვითარება შემცირდა 40% და ზოგ შემთხვევებში 70%-ითაც კი.

ყველა ასაკში კბილებისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა ფტორის ზომიერ დოზებში მოხმარება, ვინაიდან იგი ხელს უშლის კარიესის განვითარებას.

იოდი



იოდი იმ მიკროელემენტთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთა გარეშე ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონი-რება წარმოუდგენელია.

ბუნებაში გავრცელება

ამჟამად დედამიწა მარაგის სახით 15 მილიონ ტონა ბუნებრივ იოდიდს შეიცავს, რომლის 99% ჩილესა და იაპონიაშია თავმოყრილი. სწორედ ამ ქვეყნებში მიმდინარეობს იოდის ინტენსიური მოპოვება, სადაც წელიწადში 720 ტონა იოდი იწარმოება. თავისუფალი სახით (თუმცა მცირე ოდენობით) ელემენტი მოიპოვება იტალიაში მდებარე ვეზუვისა და ვულკანოს ვულკანთა თერმულ საბადოებში.
იოდს დიდი ოდენობით შეიცავს ზოგიერთი წყალმცენარე, ისინი ნიადაგიდან ისეთი ტემპით აგროვებენ ამ ელემენტს, რომ მათ იოდის კონცენტრატორებსაც კი უწოდებენ. ფიკუსის, ლამინარიას, ფილოფორას ორგანიზმის 1% იოდია, ხოლო ზოგიერთი ღრუბლოვანი წყალმცენარის ორგანიზმი 8,5%-ით ამ ელემენტისგან შედგება. მედიცინაში გამოყენებული იოდის დიდი ნაწილი სწორედ წყალმცენარეებისგან არის მიღებული.
რა მისია აკისრია იოდს

ჰორმონი, რომელთა სინთეზშიც იოდი მონაწილეობს, სულ სამია: თიროქსინი ანუ ტეტრაიოდთირონი-ნი, ტრიიოდთირონინი და თირეოკალციტონინი. თიროქსინი და ტრიიოდთირონინი სხეულის ზრდასა და განვითარებაზე ახდენს გავლენას. ისინი აუცილებელია ნერვული სისტემის, გულისა და სასქესო ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მათ გარეშე ნივთიერებათა ცვლა სათანადო ინტენსივობით ვერ წარიმართება. ამ ჰორმონთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა თერმორეგუ-ლაციურ რეაქციათა გააქტიურება, რის შედეგადაც რეგულირდება უჯრედების მიერ სითბოს გამომუშავება. თირეოკალციტონინის მთავარი ფუნქცია ორგანიზმში კალციუმის ცვლის რეგულირებაა. როცა ეს ჰორმონი სისხლში საჭირო ოდენობით მოიპოვება, ნორმალურად მიმდინარეობს გაძვალების პროცესები და კბილების ფორმირება. ამიტომ არის, რომ თირეოკალციტონინის დონე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩონჩხის ჩამოყალიბების, ზრდისა და განვითარების პერიოდში - ამ ეტაპზე სისხლში ჰორმონის კონცენტრაცია პირდაპირ განსაზღვრავს ჩონჩხის ძვლებისა და კბილების ნორმალურ ფორმირებას. განსხვავებულ ფუნქციათა მიუხედავად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ერთნაირი გეგმითა და საბრძოლო ტაქტიკით მოქმედებენ:
თითოეული მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ ორგანოზე ახდენს გავლენას;
ბიოლოგიურად მეტად მაღალი აქტივობა ახასიათებთ;
აქვთ შედარებით მცირე მოლეკულური ზომა, რაც უადვილებთ სისხლიდან უჯრედთა მემბრანაში გადასვლას და სამიზნე ორგანოებამდე დროულ მისვლას.


ჩიყვი



- რას უჩივის ბავშვი იოდის უკმარისობისას?

- იოდის დეფიციტის დროს ბავშვს უქვეითდება ფიზიკური და გონებრივი შრომის უნარი, ძილად არის მივარდნილი, აქვს მყარი შეკრულობა, ხშირად ცივდება, თმა სცვივა, ფრჩხილები ემტვრევა, აღენიშნება სიმსუქნისკენ მიდრეკილება. ეს ის კლინიკური ნიშნებია, რომლებსაც მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ და ბავშვი დროულად მიიყვანონ სპეციალისტთან.

- როგორ ხდება იოდის დეფიციტის კორექცია?

- სათანადო ოდენობის იოდით ორგანიზმის უზრუნველყოფა ორგვარად შეიძლება: კვების ხასიათის შეცვლით და იოდშემცველი პრეპარატების მიღებით. კვების ხასიათის შეცვლა იოდით გამდიდრებული მარილის, წყლის, კარაქის, პურის, საკონდიტრო ნაწარმის, ხორცის ნაწარმის, რძისა და მისი ნაწარმის მიღებას გულისხმობს. იოდით ბუნებრივად მდიდარია ზღვის კომბოსტო, ოკეანის თევზი. ჩვილები-სთვის საგანგებოდ გამოდის იოდშემცველი ადაპტირებული რძის ნარევები. იოდის შემცველი პრეპარატებიდან პედიატრიულ პრაქტიკაში გამოიყენება იოდიდ 100, რომელიც ასევე ენიშნებათ ორსულებსა და მეძუძურ დედებს ნაყოფისა და ახალშობილის იოდით უზრუნველყოფისთვის. იოდის პრეპარატებს უპირატესად რისკის ჯგუფში შემავალ ბავშვებს უნიშნავენ.

- ვინ შედის რისკის ჯგუფში?

- რისკჯგუფებს ქმნიან:
ჩვილები, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე გადაიყვანეს ხელოვნურ კვებაზე, მაგრამ არ იღებენ იოდით გამდიდრებულ ადაპტირებულ ნარევებს;
1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც ჯერ არ იღებენ მარილიან საკვებს;
სკოლამდელი და სკოლის ასაკის, უმთავრესად - ხშირად მოავადე ბავშვები, ასევე - ბავშვები, რომლებსაც აღენიშნებათ ფიზიკური განვითარების შეფერხების ნებისმიერი ფორმა, აქვთ ენდემური ჩიყვით დატვირთული მემკვიდრეობა;
გარდატეხის ასაკის მოზარდები, განსაკუთრებით - გოგონები 11-12 წლიდან 16-18 წლამდე.

 ჩემი დიდი რჩევა, მათთვის ვისაც აქვს იოდის დეფიციტი: ზაფხულში გირჩევთ წახვიდეთ ზღვაზე და დილით ადრე სანამ მზე ამოვა გაისეირნოთ ზღვის ნაპირზე, რადგან ამ დროს გამოიყოფა იოდი. ასევე იოდი გამოიყოფა შტორმის დროს როდესაც ტალღები მცენარეებს რიყავს ნაპირზე!

Monday, April 19, 2010

მეტალი. მეტალის წვა.

ლემენტების სამ-მეოთხედზე მეტი მეტალებია.ჩვეულებრივ პირობებში თითქმის ყველა მეტალი მყარია, მხოლოდ ვერცხლისწყალი გვხვდება თხევად მდგომარეობაში. მეტალთა უმრავლესობა მკვრივი და ბზინვარეა, თანაც ადვილად ყალიბდება, ამიტომ მრავალნაირად გამოიყენებენ. მეტალები ელექტროდენს და სითბოს კარგად ატარებენ. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მტკიცეა. მეტალები ჭედადია, ბევრი მათგანი პლასტიკურიცაა.
გარდა მსგავსებისა მეტალებს შორის განსხვავებაც არსებობს. ისეთები როგორებიცაა: კალა,ტყვია და ალუმინი, რკინისა და სპილენძისგან განსხვავებით, უფრო რბილი, სუსტი და შედარებით დაბალ ტემპერატურაზე დნობადი მეტალებია.
ზოგიერთი მეტალები როგორიცაა:კალიუმი და ნატრიუმი, რეაქციაში კარგად შედის, ზოგი კი მაგალითად: ოქრო, და პლატინა, არააქტიურია, ოქრო ბუნებაში სუფთა სახითაა აღმოჩენილი. დანარჩენ მეტალთა უმეტესობა ქანებში მინერალების სახით მოიპოვება, სადაც ისინი არამეტალებთან ერთადაა.მაგალითად რკინის ძირითადი მინერალები, რკინისა და ჟანგბადის ნაერთებია.
მეტალების გამყარება შესაძლებელია მათი გადნობითა და შენადნობების დამზადებით.

აქტივობების რიგი
ქიმიური აქტიურობის მიხედვით დალაგებულ მეტალთა მწკრივს აქტივობის მწკრივი ეწოდება:
Li,K,Ca,Na,Mg,Al,Zn,Cr,N,Fe,Sn,Pb,[H],Cu,Ag,Hg,Pt,Au
აქტივობის მწკრივში წყალბადის მარცხნივ მოთავსებული მატალები აძევებს წყალბადს მჟავას ხსნარიდან, მარჯვნივ მოთავსებული მატალები კი_ვერა.
აქტიური მეტალების გამოყოფა მათი შემცველი მინერალებიდან ძნელია, მაშინ როცა ნაკლებად აქტიური მეტალები შეიძლება დამოუკიდებელი სახითაც არსებობდეს. ნატრიუმსა და კალიუმს ნავთში ინახავენ, რადგან ისინი ძალზე აქტიურად ურთიერთქმედებენ წყალსა და ჰაერთან. სპილენძი ნაკლებად აქტიური მეტალია. იგი მილების, ცხელი წყლის ავზებისა და ელექტროსადენების დასამზადებლად გამოიყენება.
ალის სინჯები
ზოგიერთი მეტალი წვის დროს, ალს განსაკუთრებულ შეფერილობას აძლევს. ნივთიერებათა წვა შეიძლება ამა თუ იმ ლითონის არსებობის შესამოწმებლად გამოვიყენოტ. ნივთიერებები ალში პლატინის ალით შეაქვთ, რომელიც ინერტულობით გამოირჩევა.
მეტალი


ქიმიურ ნაერთებში წვის დროს წარმოქმნილი ალის ფერის მიხედვით სხვადასხვა ლითონები შეგიძლიათ გაარჩიოთ ერთმანეთისგან. აქ ნაჩვენებია ნატრიუმის-მოყვითალო მოსტაფილოსფრო ფერისაა... სტრონციუმი-ნაწილობრივ ლურჯი ნაწილობრივ წითელი, ბორის მჟავა–ფოსფორისფერი. ერთ-ერთი ყველაზე იოლი ქიმიური ტესტი ნიმუშში ლითონის არსებობის შემოწმებაა. ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ ისაა რომ ნიმუშის მცირე ნაწილი დაწვათ და ალის ფერს დააკვირდეთ. წვის დროს სხვადასხვა ლითონი განსხვავებულ ფერებად იცვის მაგალიტად კალციუმის წვისას მოწითალო ნარინჯისფერი ალი ცარმოიქმნება . კალიუმი კი იასამნისფრად იცვის. წვა აგრეთვე ორგანული ნაერთების ანალიზისათვის გამოიყენება. ეს მეთოდი გულისხმობს ნაერთის ნიმუშის დაწვას იქამდე სანამ ის ცალკეულ ელემენტებად დაიშლება. ამის შემდეგ მეცნიერებს შეუძლიათ დაადგინონ, ორგანულ ნაერთებსჰი რა რაოდენობითაა წარმოდგენილი თითოეული ეს ელემენტი. ნახშირბადი წყალბადი ჯანგბადი და აზოტი.