Wednesday, October 21, 2009

Saturday, October 17, 2009

განსხვავება ფერმენტსა და არაორგანულ კატალიზატორს შორის

ფერმენტსა და არაორგანულ კატალიზატორს შორის არსებობს როგორც განსხვავება, ისე მსგავსებაც. ფერმენტები, ისევე, როგორც არაორგანული კატალიზატორები:1. აკატალიზირებენ მხოლოდ თერმოდინამიკურად შესაძლო რეაქციებს;

2. არ ცვლიან ქიმიური რეაქციის მიმდინარეობას;
3. მონაწილეობენ რა ქიმიურ რეაქციებში, ზრდიან მის სიჩქარეს, ხოლო
4. რეაქციის შედეგად გამოიყოფიან უცვლელი სახით.
ფერმენტები არაორგანული კატალიზატორებისაგან განსხვავდება შემდეგი თვისებებით:
1. ფერმენტი ზრდის რეაქციის სიჩქარეს მილიონჯერ და მეტჯერაც, რაც ჩვეულებრივი კატალიზატორისათვის არ არის დამახასიათებელი (კატალიზატორი ზრდის რეაქციის სიჩქარეს დაახლოებით 1000-ჯერ).
2. არაორგანული კატალიზატორი აჩქარებს ქიმიურ რეაქციას მაღალ ტემპერატურაზე და პH–ის გაცილებით ცვლად პირობებში, იმ დროს, როცა ფერმენტი მოქმედებს 370-ზე და პH–ის ვიწრო ფარგალში (პH-6,0-8,0)..
3. ფერმენტისათვის დამახასიათებელია სპეციფიკურობის მაღალი ხარისხი. ერთ ქიმიურ რეაქციას უჯრედში აკატალიზირებს მხოლოდ ერთი ფერმენტი, მაშინ, როცა არაორგანული კატალიზატორი გამოიყენება სხვადასხვა რეაქციებისათვის.
4. ფერმენტული რეაქციის სიჩქარე დამოკიდებულია ფერმენტის რაოდენობაზე. რაც მეტია ფერმენტის რაოდენობა, მით მეტია ფერმენტული რეაქციის სიჩქარე. არაორგანული კატალიზატორისათვის ასეთი კანონზომიერება არ არის დამახასიათებელი.

ფერმენტები

ფერმენტები ანუ ენზიმები ცილოვანი ბუნების ნაერთებია, რომლებიც ყველა სახის უჯრედში გვხვდება და მონაწილეობას იღებენ უჯრედში მიმდინარე ქიმიურ გარდაქმნაში, როგორც ბიოლოგიური კატალიზატორები.
სტრუქტურულად ფერმენტები, ისევე როგორც დანარჩენი ცილოვანი ბუნების ნაერთები, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს მარტივი და რთული მოლეკულის სახით.
მარტივი ეწოდება ფერმენტს, თუ მისი ჰიდროლიზის შედეგად მხოლოდ ამინომჟავები წარმოიქმნება.
რთული ფერმენტის მოლეკულა შეიცავს როგორც ცილოვან ნაწილს, ისე არაცილოვან კომპონენტს. ასეთი არაცილოვანი კომპონენტის არსებობა აუცილებელია ფერმენტის აქტივობისათვის. რთული ფერმენტის ცილოვან ნაწილს აპოფერმენტი ეწოდება, ხოლო არაცილოვან კომპონენტს – კოფაქტორი. კოფაქტორის როლში ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა მეტალები ან დაბალმოლეკულური ორგანული ნაერთები გამოდიან. ამ დაბალმოლეკულურ ორგანულ კოფაქტორებს კოფერმენტებს უწოდებენ. მაგალითად, ვიტამინების უმრავლესობა კოფერმენტებს წარმოადგენენ. კოფაქტორებისა და უშუალოდ აპოფერმენტის დაკავშირებაში მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა ქიმიური ბმები. თუ ფერმენტის ამ ორი კომპონენტის დაკავშირება მიმდინარეობს წყალბადური, იონური ან სხვა, მსგავსი სუსტი ბმებით, იმ შემთხვევაში კოფერმენტი ადვილად სცილდება ცილოვან ნაწილს. ხშირ შემთხვევაში დაკავშირებაში მონაწილეობს კოვალენტური ბმა და ამ შემთხვევაში კოფაქტორის მოცილება ფერმენტის მოლეკულის დანარჩენ ნაწილიდან თითქმის შეუძლებელია. ასეთ კოფერმენტს პროსთეტულ ჯგუფს უწოდებენ. ერთი და იგივე ნივთიერება ზოგიერთ ფერმენტში კოფაქტორის როლს ასრულებს, ხოლო ზოგიერთში იგივე ნივთიერება პროსთეტული ჯგუფია. მაგალითად, ფლავინადენინდინუკლეოტიდი (ფად) სუნთქვის ჯაჭვში მონაწილე ფლავინურ ფერმენტებში იგი პროსთეტული ჯგუფია, ხოლო ამინომჟავების ოქსიდაზებში კოფერმენტის.

კატალიზატორი და კატალიზი

კატალიზატორი ისეთი ნივთიერებაა, რომელიც ცვლის ქიმიური რეაქციის
სიჩქარეს, თვითონ რეაქციის მიმდინარეობის პროცესში არ იხარჯება და არ შედის საბოლოო პროდუქტების შედგენილობაში. ძირითადად კატალიზატორები აჩქარებენ ქიმიური რეაქციების მიმდინარეობას, თუმცა არსებობენ ისეთი ნივთიერებები, რომლებიც
პირიქით, ამცირებენ რეაქციის სიჩქარეს. მათ უარყოფითი კატალიზატორები ანუ ინჰიბიტორები ეწოდება. ინჰიბიტორები გამოიყენება მაგალითად,
მეტალის კოროზიის თავიდან ასაცილებლად.
ხშირ შემთხვევაში კატალიზატორებად მეტალები გამოიყენება.
ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე მრავალი ქიმიური რეაქციის დაჩქარებას იწვევენ
კატალიზატორები, რომლებსაც ფერმენტებს უწოდებენ. ქიმიური რეაქციის
სიჩქარის ცვლილებას, კატალიზატორის თანაობისას, კატალიზი ეწოდება.

Saturday, October 10, 2009

ჯანმრთელი კვება

კვება უნდა იყოს ჯანმრთელი ამას ყველანი ვაცნობიერებთ მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ ვიცავთ ამას, კერძოდ: მზა საჭმელები, ჩიფსები, კოკა კოლა და ბევრი სხვა რამ რომელიც მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, წინაზე ვნახე დოკუმენტური ფილმი და ზოგადად ყველა დავადების დასაწყისი იწყება არასწორი და მავნე კვებით, თუნდაც რომ ავიღოთ ხილი და ბოსტნეული რომელიც იზრდება ხელოვნურად იწვევს სიმსივნეებს, თუნდაც ის რძე და წვენები რომლებიც არის ჩასხმული კარდონის ყუთებში იმისათვის რომ არ გაფუჭდეს იყენებენ ანტიბიოტიკს და ემულგატორებს, ის იმდენად აზიანებს ჩვენ ორგანიზმს რომ ამას მხოლოდ ვხვდებით მაშინ როდესაც შევდივართ ასაკში ან ვხვდებით ავად; ჯანმრთელ კვებას თან უნდა სდევდეს ჯანმრთელი ძილი და მავნე ჩვევებზე უარის თქმა, ნუ ეს პრინციპში ცალკე თემაა, დაიცავით თქვენი თავი და იკვებეთ ჯანმრთელად, მართალია ჯანმრთელი კვება არაა გემრიელი მაგრამ იმედია ყველა დამეთანხმება რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერია! არჩევანი თქვენზეა!

Wednesday, October 7, 2009

დღე-ღამეში ჩემს მიერ დახარჯული ენერგია

ძილი                                        | 490 კკალორია
გაკვეთილების მომზადება | 300 კკალორია
სკოლაში მეცადინეობა         | 770 კკალორია
ფეხით სიარული                   | 160 კკალორია
სირბილი ძუნძულით          | 120 კკალორია

დღე-ღამეში ჩემს მიერ საკვებით მიღებული ენერგიების რაოდენობა

საუზმე   | 640 კკალორია
სადილი | 990 კკალორია
ვახშამი   | 790 კკალორია

ეგზოთერმული რეაქცია

ეგზოთერმული რეაქცია

ენდოთერმული რეაქცია

ენდოთერმული რეაქცია